პერსონალური გამოფენა

„მეტამორფოზის  გენეზისი“ - აჭარის ხელოვნების მუზეუმში გამოფენა გაიხსნა.  ექსპოზიციაზე  წარმოდგენილი ნამუშევრები  მხატვარსა და მწერალ  ეკავი კორულის ეკუთვნის.  ტილოები ზეთშია შესრულებული და თემატურად  ადამიანის მეტამორფოზას ასახავს.  ნამუშევრები ძირითადად   ავტოპორტრეტის ხასიათს ატარებს.

ეკავი კორულის პერსონალური გამოფენის დათვალიერება მსურველებს ხელოვნების მუზეუმის გალერეაში  8 აგვისტოს ჩათვლით  შეეძლებათ. ტილოები ბათუმშია შექმნილი  და ხელოვანის  მეუღლეს ეძღვნება. ეკავი კორული პირველი ქართველი მწერალია, რომლის სახელი ინგლისის მწერალთა კატალოგშია შესული.